Загрузка...
ბათუ დანელია - საფლავი თოვლქვეშ / batu danelia - saflavi tovlqvesh - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-04-18, 9:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - საფლავი თოვლქვეშ / batu danelia - saflavi tovlqvesh


11:02 AM
ბათუ დანელია - საფლავი თოვლქვეშ / batu danelia - saflavi tovlqvesh
თუკი მდუმარება ედრება ცაში ნადებს,
ძველი სფლავები ვგებულობთ მაშინათვე,
რომ ვართ დახვავებულ სინათლით დაბანილი
და რომ გვაფარია, ბუმბულის საბანივით,
თოვლი – უანგარო მფარველი სამარეთა,
თოვლი – გაჩენილი სიშორის კამარებთან,
თოვლი – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების,
ღერბი მიხატული ცხოვრების არაფრობას...
თოვლი – ყვავილები ნუშის და ალუბლისა,
მუნჯი მგალობელი, მოკლული გალობისას...
თოვლი – უსიტყვებოდ შექმნილი პოეზია,
თოვლი – ცისქვეშეთის უცოცხო მეეზოვე...
თოვლი... გამარჯობა! მძინარეს მოგესალმე,
გძინავს, ალერსისგან დაღალულ გოგოსავით...
შენ ხარ იავნანაც, შენთვისვე ნამღერი და
დიდი თოჯინაც ხარ, შექმნილი ნამქერისგან,
სულის საამური თრთოლვებიც, შეხუთვებიც...
თოვლო, ცივი ხარ და რა თბილად მეხუტები!
დრო თუ აირია, არ ნაღვლობ ამ არევას,
არც ის გენაღვლება, თუ ვისი სამარ ვარ...
შიშველ მახასავით ჩემზე ხარ მწოლარე და
გძინავს – ხეებისგან გაცვეთილ ოლარებთან...
მაგრამ მზის ციაგი გვერდით რომ დაგიწვება,
მეფის ასულივით მოგიწევს გაღვიძება... –
მზისგან მოფერებით თანდათან გალღვები და
მიწა, უკუქცეულ სითეთრის ტალღებიდან,
ნელა გამოაჩენს ჯერ კეფას, მერე მკლავებს...
და შენს ცხვარ-თიკანებს სადღაცა შერეკავენ...
და მეც გამოვჩნდები, ხეებქვეშ, ნელა-ნელა,
ამაოებისგან დაქცეულ მელანივით... –
აღარ დამიფარავს ეგ შენი სიხალვათე,
შენც, ჩემს მფარველობას შეწყვეტ და მიღალატებ,
წახვალ – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების,
ღერბი მხატული ცხოვრების არაფრობის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 887 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0