Загрузка...
ბათუ დანელია - სარკე და პოეტი / batu danelia - sarke da poeti - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - სარკე და პოეტი / batu danelia - sarke da poeti


11:04 AM
ბათუ დანელია - სარკე და პოეტი / batu danelia - sarke da poeti
პოეტებს სარკეში ჩახედვას არ ვურჩევ,
რადგან პოეტისთვის ზოგჯერ სარკეში
შეიძლება მზე ამოვიდეს, მთვარე ჩავიდეს
თავად კი _ არ გამოჩნდეს,
ღრუბლით დაფარული...
სარკეში შეიძლება წინწყარო ჩამოიაროთ
და წინ ლამაზი ქალი კი არა _
ყივჩაღი შემოგხვდეთ.
სარკეში შეიძლება ნერონმა
თავისი ლექსები წაგაკითხოთ
და თქვენს ხელნაწერებს ხანძარი გაუჩნდეს...
სარკეში შეიძლება გადაყვარებული
ქალი აყვავდეს
და მისი ყვავილების სურნელი შემოგეფრქვათ.
სარკეში შეიძლება...
მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ,
პოეტად თუ ხართ დაბადებული,

მაგრამ პოეტად თუ არა ხართ დაბადებული,
სარკეში ყოველთვის გამოჩნდებით თქვენ,
საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი,
პირს გაიპარსავთ,
თმას დაივარცხნით,
ჰალსტუხს გაიკეთებთ და...
ერთი სიტყვით, სარკეში თქვენი თავის გარდა,
არავის და არაფერს დაინახავთ,
რაც იმას ნიშნავს,
რომ პოეტად არ გაჩენილხართ,
და თუ ამის გაგება არ გსურთ,
ან _ ლექსების წერას შეეშვით,
ან _ სარკეში ნუ ჩაიხედავთ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1005 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0