Загрузка...
ბათუ დანელია - სამუდამოდ / batu danelia - samudamod - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - სამუდამოდ / batu danelia - samudamod


11:04 AM
ბათუ დანელია - სამუდამოდ / batu danelia - samudamod
ერთხელ უნდა სახვეჭ მარჯნებს
შეაქციო ზურგი მარჯვედ
და პირისპირ სულთან დარჩე...
და ცა სვა და მიწა ჭამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!

ერთხელ უნდა ნატვრის ყვავილს
მოაშორო მზერა კრავის
და აფრებით მორთო ნავი
და მოისხა ხსოვნა ამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!

ერთხელ უნდა სთხოვო ციერს _
გაგიშალოს ფრთები ძლიერ,
ბოძებული თავის მიერ
და იცინო მოსვლის გამო,
ვიდრე წახვალ სამუდამოდ!

და არ უნდა დარჩეს არსად
აქ რამეზე შენი არზა,
რომ დასწყვიტო გული ქარსაც,
თვალი თოვლსაც დაუნამო
და წახვიდე სამუდამოდ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1001 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0