Загрузка...
ბათუ დანელია - როცა გვიყვარდა / batu danelia - roca gvikvarda - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - როცა გვიყვარდა / batu danelia - roca gvikvarda


11:06 AM
ბათუ დანელია - როცა გვიყვარდა / batu danelia - roca gvikvarda
შეგრძნებებს შორის რაცა ჩანს, ვითარცა ხიდი –
მარტოობა, რომელსაც სიცოცხლე დღითი
დღე მეტს მოითხოვს სულისთვის... ყველაზე დიდი
მარტოობა კი – უდიდეს სიყვარულს ახლავს,
რადგან მაშინღა დავფრინავთ ყველაზე მაღლა...
როცა გვიყვარდა, მოსავალს თესვისას ვმკიდით
და შორი სივრცე მიგვაჩნდა მშობლიურ სახლად...

როცა გვიყვარდა, ლხინებად ვთვლიდით ვარამებს.
როცა არ გვიყვარს, ნათელშიც გავიწკვარამებთ
და, თითქოს, გული კი არა, გვქონდეს სხვა რამე.
როცა გვიყვარდა, ვიცდენდით სულის მღვრიობას,
სივრცე მოჩანდა – თვალების ნაძოვ ღიობად...
როცა არ გვიყვარს, არათუ სული, არამედ –
მღვრიეა მთელი – ეს ჩვენი კაცობრიობა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 941 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0