| მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - მწუხრი / batu danelia - mtsukhri 
 
 
 
| 11:09 AM  ბათუ დანელია - მწუხრი / batu danelia - mtsukhri
|  |    
 
 | როიალს უკრავს ვიღაც. მწუხრი ცას აძრობს ნიღაბს.
 დროებში მხიბლავს მწუხრი,
 როგორც სიტყვებში «მიყვარს».
 
 მწუხრი აუყვა კიბეს,
 რომელიც ჩრდილებს იფენს
 და დღე იმსხვრევა, როგორც
 მუჭში ფოთოლი მყიფე.
 
 მზეა ჭრილობის მსგავსი _
 ბოლო ნაბიჯებს დგამს ის,
 მაღლა ვიღაცა უკრავს
 და ქუჩებს აწვიმს ბრამსი...
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1377 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |