Загрузка...
ბათუ დანელია - მთვრალი კაცი / batu danelia - mtvrali kaci - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - მთვრალი კაცი / batu danelia - mtvrali kaci


11:10 AM
ბათუ დანელია - მთვრალი კაცი / batu danelia - mtvrali kaci
ხსოვნას მზეც ვეღარ მითბობს.
ვეძებ კორპუსებს მაღლივს.
სახლთან ვერ მიველ, თითქოს
აორთქლდა ჩემი სახლი.
მოსახვევებში ვუხვევ
და მაბნევს ჩემი ჩრდილიც...
ღვინით დავთვერი წუხელ,
სახლს ვეღარ ვაგნებ დილით.
დავალ აღმა და დაღმა,
მაფრთხობს ჩიტების გუნდი,
ხიდით გადაველ გაღმა
და უკან გამოვბრუნდი.
დავალ, გზადაგზა ვკარგავ
ჯიბეში მცხოვრებ საგნებს...
ვეხვევი ყველა ნარგავს,
სახლს კი ვერაფრით ვაგნებ
და ლამის ჩავიძინო,
ამ დროს, უეცრად, მოდის –
ხელკავს მიკეთებს ღვინო
და მეუბნება ბოდიშს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1194 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0