Загрузка...
ბათუ დანელია - მესაფლავე / batu danelia - mesaflave - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - მესაფლავე / batu danelia - mesaflave


11:12 AM
ბათუ დანელია - მესაფლავე / batu danelia - mesaflave
ზოგჯერ, სიჩუმეში, უცებ დაგეცემა თავზარად
ის, რომ მარჩენალი შენი ოჯახისა – მკვდრებია
და რომ მარკეტებში ბავშვებს ვერაფერზე გაგზავნი,
თუკი არ დამარხე სხვისი ბაბუა და ბებია… -

ვინმეს დამარხავ და სახლში ფულიანი ბრუნდები,
როგორც თივიანი – ბოსელს უბრუნდება მარხილი…
ასე – ვიღაცების მარხვით გიმაგრდება კუნთები,
რასაც გირჩევნია იყო საიდუმლოს მმარხველი…

თუმცა მიწისათვის ცხედრის მიბარება – მადლია,
მკვდარი იმაზე მეტს სულიერისაგან არც ითხოვს,
ჩადებ საფლავში და ბელტებს ჭიანსა და მატლიანს
ისე გადააყრი, თითქოს იფარავდე მარცხისგან…

მაგრამ ღამღამობით ხშირად წარმოიდგენ სახეებს,
კუბოს დახურვამდე გაქვალოდებულებს მელნისფრად,
მაშინ გეჩვენება, რომ შიშს პალტოსავით გახვევენ
და ძგერს ჭერ-კედელი შენი ცხრაბალიან ღელვისგან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 943 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0