| მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - თითები წერისას / batu danelia - titebi tscerisas 
 
 
 
| 11:18 AM  ბათუ დანელია - თითები წერისას / batu danelia - titebi tscerisas
|  |    
 
 | ორი სულ ისვენებს წერისას, სამი კი წერს და წერს _ ერიჰა!
 ეს სამი _ სამ ხმას ჰგავს უთუოდ.
 ვწერთ _ თითქოს სამი ხმით ვმღერივარ.
 
 ზოგჯერაც ვტირივარ სამი ხმით...
 წერაა გზა სულის განიღბვის...
 ამ სამს სურს სულ შენზე წერდეს და _
 მათ შენი ხვევნაღა დამიღლის...
 
 ხოლო ამ ნეკას და არათითს
 არ ძალუძთ მოგწერონ ბარათიც _
 უსაქმო კაცები არიან
 და უდარდელებიც _ მარადის.
 
 მასალის წყარო: Biblioteka.Litklubi.Ge
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1014 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |