Загрузка...
ბათუ დანელია - დედას / batu danelia - dedas - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - დედას / batu danelia - dedas


11:20 AM
ბათუ დანელია - დედას / batu danelia - dedas
დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად,
ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,
ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,
შენ კი ერთხელაც არ მეყოლები!
ნუთუ ერთმანეთს ჩვენ დედა-შვილად
აღარ შევხვდებით აწი აკვანთან!
ნუშები წელსაც აფრად გაშლილან,
ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა,
მაგრამ შავი დღე სულშიც შემოთოვს,
ცისქვეშ უდედოდ როცა დავრჩები,
იმ გაზაფხულებს, იმ შემოდგომებს
დაემდურება ჩემი ფანჯრები...
ჯერ ისიც მირჩენს სულის ჭრილობებს,
ჩამავალ მზეს რომ დარდით გასცქერი,
ნუგეშს მცემს შენი მოწყენილობაც,
მხოლოდ ისაა თავზარდამცემი,
რომ კიდევ ასჯერ გავჩნდე ამქვეყნად,
ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,
თურმე ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,
შენ კი ერთხელაც არ მეყოლები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1161 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0