Загрузка...
ბათუ დანელია - გულწითელა / batu danelia - gultscitela - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - გულწითელა / batu danelia - gultscitela


11:24 AM
ბათუ დანელია - გულწითელა / batu danelia - gultscitela
მეშვიდე, მერვე თუ მეათე კვირა მიდის –
მირჩევენ აგებას ტკივილთა პირამიდის...
არ ვიცი, რა უნდათ მეგობრებს, ნათესავებს,
ტკივილი მე რატომ მოვივლო ბადესავით! –
ტკივილთა სავანე მე რატომ ავაშენო
და ჩემკენ რად მოდის ლაშქარი სამაშველო?! –
მოდიან, მიყრიან რიყის ქვას, აგურ-ცემენტს,
თითქოსდა, სხვა დროის წიაღში მაფუძნებენ...
და ხელებს სუყველა საშველად აფათურებს:
ვინ ფიცრებს მომიტანს, ვინ კიდე – არმატურებს,
ვინ – კირს და ვინ – ძელებს, ასევე დანარჩენებს,
ყველაფერს, ლურსმნებს კი, რატომღცა არ აჩენენ...
ჩემში კი – ფეთქავენ მოცხრები, ცირცელები
და მაინც ჰგონიათ, იოლად ვიცელები...
იციან, რომ დღემდე სასთუმლად ლირა მიდევს
და გულით ვატარებ მელნისფერ პირამიდებს...
სიკვდილშიც გავავლე ხაზები ნაზი სულის
და მკერდი მომიჩანს დაისრულ-დასისხლული.
მაინც შენ გახდიო სიამის მწირავი და
მაინც შენ დადგიო ტკივილთა პირამიდა
და ჩვენგან გელისო უფლება საკუთრების!
და საშენ მასალებს მიყრიან გამუდმებით –
ყველაფერ საჭიროს, თოვლივით, მითოვებენ,
ლურსმნებს კი, რომელღაც დღისათვის იტოვებენ...
და ასე მიდიან დღეები, კვირები და
ჯერ კიდევ ვიღვრები გრძნობათა სტვირებიდან
და ჯერაც ვცახცახებ მუსიკად უწინდელად,
გულიდან სისხლი მდის – ჩიტი ვარ გულწითელა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1120 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0