Загрузка...
ბათუ დანელია - გრანელი / batu danelia - graneli - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - გრანელი / batu danelia - graneli


11:24 AM
ბათუ დანელია - გრანელი / batu danelia - graneli
“სალხენად, სამღერლად, სალაღოდ არა ვარ მოსული” -
გავაკარ განცხადება.
აქ ჩემთვის ოქრო და ბრინჯაო, კოშკი და ბოსელი
არაფრით განსხვავდება.

არც ვარდი, არც დაფნა, არც ძეგლი – არც ერთი ამათგან
არაა თავანკარა,
აქ, გავჩნდი თუ არა, მყის თვალი სტრიქონმა დამადგა
და აღარ გამახარა.

და, რადგან სულ ვწუხვარ, თქვენ ცდილობთ როგორმე მალაღოთ,
მზელთ ლხენის ტალახებად…
პოეტებს, ამქვეყნად, მდინარევ, მინდორო, ბალახო,
არ ძალუძთ გალაღება.

და ჭურვებს, ლხენისას, ნუ უშენთ პოეტის სადარდელს -
კურცხალთა ცვრიან თაროს!..
თუ ავდრის დრო არი, უდროოდ რად უნდა გადარდეს? -
იავდაროს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1127 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0