Загрузка...
ბათუ დანელია - გზის გამყვანი / batu danelia - gzis gamkvani - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - გზის გამყვანი / batu danelia - gzis gamkvani


11:25 AM
ბათუ დანელია - გზის გამყვანი / batu danelia - gzis gamkvani
ჩემი თავიდან უნდა დამეწყო
გზის გაყვანა და გავსულიყავი
ისევე ჩემი თავის ბოლოში.

თურმე ჩემიდან უნდა დამეწყო!
აი, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან
და როდისმე გავალ ჩემივ თავის ბოლოში,
ოღონდ ყველაფრის გავლით, რასაც კი
თუნდაც ერთხელ მაინც შევეხე:

მე ვარსკვლავების წინააღმდეგ
უსასრულობის რიკ-ტაფელა მითამაშია
და დამარცხება მომიგია…

მე კარგ სიზმრების სანახავად
ღამეები გამომიშიგნავს,
მაგრამ არასდროს ჩავწოლილვარ
შიგნით, კმაყოფილ წრუწუნასავით…

სულ გზა გამყავდა და მოვდიოდი,
ოღონდ საიდან – საკვირველი სწორედ ესაა -
ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ისეთი კარგი,
რომ მოვდიოდე მე ბავშვობიდან…

მე მოვდივარ მარტოობიდან -
მარტოობა იყო ჩემი
მიწა ყველაზე მოსავლიანი,
სადაც ვრგავდი გიგანტ ყვავილებს
გვირილისხელა დედაჩემისთვის.

მარტოობა იყო ჩემი ის მუსიკა ულამაზესი,
სადაც ყურებზე ხახვს ვერ მაჭრიდნენ…
ღამით ჩემს ციცქნა საძინებელში
შემოდიოდა მთვარის ბაღი თვალუწვდენელი,
ხელში მარკ ტვენის “ტომ სოიერით”
და უნახავ და კარგ სიზმრებით
გაფოთლილი და აყვავებული,
მაგრამ – მარტო, მარტო ვიყავი!..

ღამის გუმბათზე უძინარი
დავდიოდი სიზმრის ფეხებით
და ჩამოვარდნის არ მშინებია,
რადგან სად უნდა დავვარდნილიყავ,
თუ არა ისევ მარტოობის ფაფუკ ლოგინში!

გზა კი გამყავდა, სულ გამყავდა
გზა სინათლიდან სიბნელემდე
და სიკეთიდან ბოროტებამდე,
რომ მეშველა ვიღაცებისთვის,
მაგრამ იმას რას ვიფიქრებდი,
თუ ლონდონიდან ბომბეიმდე
გვირაბის გათხრას დამაბრალებდენ!

ჩემი თავიდან უნდა დამეწყო -
ჩემი თავიდან უნდა გამეყვანა გზა და ჩემივე
თავის ბოლოში გავსულიყავი.

და, ჰა, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1099 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0