Загрузка...
ბათუ დანელია - გათენება ქალაქში / batu danelia - gateneba qalaqshi - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - გათენება ქალაქში / batu danelia - gateneba qalaqshi


11:28 AM
ბათუ დანელია - გათენება ქალაქში / batu danelia - gateneba qalaqshi
დამპყრობელივით შემოდის სინათლე ქალაქში.
გამშველებელივით ჩადგება ყველაფერს შორის
და ყველაფერზე ისადგურებს,
როგორც მალამო სხეულის
მტკივან ზედაპირზე.
ხეებს არ უთქვამთ სინათლეზე,
ეს თავხედი ვინ არისო,
რადგან ღამეში ჩიტები ენატრებოდათ...
ქალაქი ძილიდან ღვიძილში გადმოდის,
როგორც სურათი ჩარჩოდან აღქმაში...
ჰაერი ხელებს შლის თვალსაწიერამდე,
მაგრამ რომელი ერთი ჩაიხუტოს _
მთელი ღამის უნახავი რომელი არ ჰყავს!
მერძევეები და მემამწვნეები
ყელში იხსნიან უხილავ ქილებს,
სადაც უსხიათ ხმები,
რომლებიც, როგორც ჩიტები
ღიად დარჩენილ გალიის კარიდან,
ისე იწყებენ ამოფრენას:
«მაწონიიიი!» «რძეეეეე!»
და იწყება ქალაქის დღე,
რომელსაც გათენების მეტი არაფერი ავალია...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1015 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0