Загрузка...
ბათუ დანელია - ბულბულს / batu danelia - bulbuls - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ბულბულს / batu danelia - bulbuls


11:29 AM
ბათუ დანელია - ბულბულს / batu danelia - bulbuls
ბულბულო, ხემივით რომ აქნევ ცვრიან ნისკარტს,
მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!
გისმენ და – ამოდენ სიტკბოს რომ მაზიარებ,
ეგ შენი სონატა, ნეტავი, რაზე არი?!
იქნება იმაზე, მადლიც რომ სინაზეა,
ან იქნებ სატრფოზე, ან იქნებ იმაზეა,
რომ ქვეყნად რაღაც ყოველთვის პაპარაცობს
და არვის შერჩება სიავე აღარასდროს...
ჩაფლულხარ ტოტებში და ატკბობ ლამაზ სერებს,
მე გისმენ, გისმენ და ეს ფიქრი არ მასვენებს:
ხემივით რომ აქნევ პაჭუა, ცვრიან ნისკარტს,
მაგ ციცქნა ჩიჩახვში ვინ გიზის პიანისტად?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 962 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0