Загрузка...
ბათუ დანელია - ახალმთვარიანი იანვრის ღამე / batu danelia - akhalmtvariani ianvris ghame - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ახალმთვარიანი იანვრის ღამე / batu danelia - akhalmtvariani ianvris ghame


11:30 AM
ბათუ დანელია - ახალმთვარიანი იანვრის ღამე / batu danelia - akhalmtvariani ianvris ghame
ცა თითქოს უსმენდეს რუსთვლის გალობას,
მთვარე – ხმლის ნატეხი, ჩინარში ჩაესო,
ვარსკვლავებს იანვრის სურთ თებერვალობა,
ვუყურებ – ღამეა საუზენაესო.

სახლის წინ, ეზოში, ვდაგვარ და ვუყურებ
ცას. იქნებ ცაში მაქვს სხვა სახლი, სხვა ეზო!
ნეტავ, რას მანიშნებს ამდენი შუქურა!
ნეტავ, შენ რომელზე ბინადრობ, მაესტრო?!

ჯერ აქეთ ჩამოდი, ჯერ მოკვდავს მესტუმრე –
ხომ გინდა, ცის კონცერტს მიწაზე დაესწრო!
ჩამოდი, ღამეა მთლად ფანტასტიური,
ღამეა საშენო – საუზენაესო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1003 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0