Загрузка...
ბათუ დანელია - ავტობუსი №39 / batu danelia - avtobusi №39 - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - ავტობუსი №39 / batu danelia - avtobusi №39


11:32 AM
ბათუ დანელია - ავტობუსი №39 / batu danelia - avtobusi №39
გადახურა ცამ მიწა ღრუბლის კრამიტით,
წვიმის შიშით გამევსო მკერდის განჯინა…
ავტობუსი (ნომერი ოცდაცხრამეტი)
მოვიდა და გალუმპვას გადამარჩინა.

სხვა – ვინ ჯიხურს, ვინ – ქოლგას, ვინ – კაპიუშონს,
მე – ავტობუსს მივენდე, ბრალი მაგათი,
რომლებზედაც ცამ წვიმა ისე მიუშვა,
როგორც ცეცხლზე მეხანძრემ მძლავრი ნაკადი.

ჩემთვის “ორი” ადგილი სულ აქვს ავტობუსს…
ფანჯარასთან დავჯექ და ფიქრი დავიწყე.
შემომესმა შენი ხმა, შენი ნაკვთებიც
მომაგონდა და ცეცხლი ვიგრძენ ლავიწზე.

ყველა ქუჩა წვიმაში, როგორც სელაპი
იწვა, ხოლო ნათურებს სურდათ ანთება,
ვიღაცები გარბოდნენ – წვიმით სველები,
ვიღაცები – ხეებქვეშ ჩანდნენ ლანდებად.

იქნებ სადმე შენც იდექ სოველ კაბაში.
მეც სოველი ვიყავი – ცრემლით ოღონდაც.
ავტობუსში ვიჯექი, როგორც კაფეში
ვმჯდარვარ შენთან, ღვინო კი არვის მოჰქონდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1188 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0