Загрузка...
ბათუ დანელია - საოცარია ცხოვრება / batu danelia - saocaria ckhovreba - mirable vita - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » ბათუ დანელია - საოცარია ცხოვრება / batu danelia - saocaria ckhovreba - mirable vita


11:34 AM
ბათუ დანელია - საოცარია ცხოვრება / batu danelia - saocaria ckhovreba - mirable vita
ზოგჯერ, მარტოობაში, ჯალათია ჭერიც –
მხრებზე დამადგება და ბარიტონით მღერის.
ზოგჯერ კედელს თვალები ეხილება ფართოდ,
მიცქერს, უნდა გაიგოს, ასე რაზე ვდარდობ.
ზოგჯრ, ჩემი ფანჯარა შიშველია როცა,
ვხედავ, სტირის სიშორის როიალი – მოცარტს...
და მინდება, ცრემლები გამოვწურო ქვიდან...
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

ზღვა მთვრალივით გორაობს, ტანზე იხევს სამოსს.
მიწას უნდა – ვარსკვლავი მოწყვიტოს და ჭამოს.
ქედი, პრომეთესავით, მიუჯაჭვავთ ცისთვის,
როდის გამოიხსნიან – საწყალს სული მისდის.
ქარი ლაოკოონ ტყეს – ასევს თავის გველებს...
მთვარის ბურთს ეუფლება ღრუბლის თეთრი პელე...
მე კი, ამათ ვუყურებ და ყველაფერს ვიტან
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

როცა ელვის სატევრით ცა გადიხსნის ვენებს –
მაშინ ვხედავ: ცის თაღზე საფლავები ფრენენ,
როგორც თვითმფრინავები და გიჟივით ვხდები:
მფრინავებად როდისღა გადაიქცნენ მკვდრები!
მინდა აღარ იელვოს... შიში ტანში მზარავს,
ვყვირი: `არ ჩამოვარდეთ! არ შეასკდეთ ქარაფს!~
მყვირალს, მხარზე ვარსკვლავი მასკუპდება ჩიტად
და ვარ გაოცებული – Mirabile vita.

ზოგჯერ ვხედავ, ქვა ვარ და სამარისკენ მწევენ,
მერე იმ ქვის გამწევი აღმოვჩნდები მევე...
არ მსურს მაბზრიალებდეს ჟამი, როგორც ჩიკორს:
ან არ ვიყო ასეთი, ანდა ნამი ვიყო!
ვიყო, მედუზასავით, უთვალ-ყურო რაღაც –
აღარაფერს მოვისმენ, აღარაფერს ვნახავ,
თორემ ჭიამარია მიცქერს, როგორც ტიტანს
და ვარ გაოცებული – მირაბილე ვიტა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1079 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0