Загрузка...
გიორგი არაბული - შენი მეზობელი შინაბერა ქალი / giorgi arabuli - sheni mezobeli shinabera qali - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » გიორგი არაბული - შენი მეზობელი შინაბერა ქალი / giorgi arabuli - sheni mezobeli shinabera qali


11:53 AM
გიორგი არაბული - შენი მეზობელი შინაბერა ქალი / giorgi arabuli - sheni mezobeli shinabera qali
დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,
საღამოს სახლში...
პურს უყრის ჩიტებს,
საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,
საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;
-თურმე არ ყოფნის...
ამაზე ნაღვლობს,
ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,
თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,
ფიქრობს მშობლებზე...
რემონტზე,
სახლზე.
იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,
აწმყოზე საუბარს გაურბის,
თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,
ძველი რომანები თემაა საუბრის.
დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,
სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,
საღამოს ივარცხნის დალალებს,
რომ დილით ბავშვობა გათენდეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1180 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0