Загрузка...
გიორგი არაბული - სტუმრად წიქასთან და ბეწინასთან ... / giorgi arabuli - stumrad tsciqastan da betscinastan ... - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » გიორგი არაბული - სტუმრად წიქასთან და ბეწინასთან ... / giorgi arabuli - stumrad tsciqastan da betscinastan ...


11:55 AM
გიორგი არაბული - სტუმრად წიქასთან და ბეწინასთან ... / giorgi arabuli - stumrad tsciqastan da betscinastan ...
სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1185 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0