| მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » გიორგი არაბული - მთიბელნი თიბდიან / giorgi arabuli - mtibelni tibdian 
 
 
 
| 11:57 AM  გიორგი არაბული - მთიბელნი თიბდიან / giorgi arabuli - mtibelni tibdian
|  |    
 
 | თიბათვე… მთიბელნი თიბდიან,
 აგერა გორები, ველები…
 “დასხეით, ცის პირი მშვიდია.
 დააწყვით საწკეპი ცელები”.
 “აბაბა!”
 “ეშმაკმა დალახვროს!” -
 ამინდზე წყრებოდნენ (…გულიდან…)
 “მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
 მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
 “ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
 ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
 იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
 მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
 მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
 მზე ღულის გორებზე დგებოდა.
 “წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ…” -
 აბიკა გმირებზე ყვებოდა.
 ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
 “მოდითო, დააწყვით ცელები…”
 თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
 აგერა ნათიბი ველები.
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1060 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |