მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » გიორგი არაბული - მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის / giorgi arabuli - me erti qva var shatilis koshkis
11:58 AM გიორგი არაბული - მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის / giorgi arabuli - me erti qva var shatilis koshkis
|
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე.
მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.
ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე, ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური, ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე, ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1216 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|