Загрузка...
გიორგი არაბული - კრწანისის ველზე / giorgi arabuli - krtsanisis velze - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » გიორგი არაბული - კრწანისის ველზე / giorgi arabuli - krtsanisis velze


12:02 PM
გიორგი არაბული - კრწანისის ველზე / giorgi arabuli - krtsanisis velze
წუხელის მთვარემ, ზეცის წარმართმა,
ვარსკვლავნი კრწანისს ჩამოათოვა,
შავმა დრომ წმინდა დროშა წაგვართვა,
ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა.
ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,
მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,
შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,
არაგველების სასაფლაოზე.
ეს დღე სხვა დღეებს სრულებით არ გავს,
ქარნი ყაყაჩოს ფურცლებს აცლიან,
კრწანისი წითელ ნაჭრელას ქარგავს
და სისხლისფერი ჩოხა აცვია.
მთის არწივს ყანწით მოაქვს არაყი,
შესანდობარი უნდა დავლიოთ,
ფეხზე წამოდგა მთელი ქალაქი
და ცრემლიანი ხვდება ალიონს.
ნამიან ველებს კვლავ ადგას ნისლი,
ზეცა ტირის და მიწაა სველი,
მტკივა კრწანისზე შემხმარი სისხლი,
ვით სააკაძეს მარაბდის ველი.
... და მაინც, მაინც ისმის მწყემსური,
ისმის ჩაკრულო გულგახელებით,
შუბლდალეწილი მოველ ხევსური,
რომ დავიტირო არაგველები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1204 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0