Загрузка...
გიორგი არაბული - გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ / giorgi arabuli - gvakhsovs mamebi mkvdrebs markhavdnen, saflavebs - 8 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 8 » გიორგი არაბული - გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ / giorgi arabuli - gvakhsovs mamebi mkvdrebs markhavdnen, saflavebs


12:04 PM
გიორგი არაბული - გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ / giorgi arabuli - gvakhsovs mamebi mkvdrebs markhavdnen, saflavebs
გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,
ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,
მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.
ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან
გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,
ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,
ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ
ჩვენს სოფლის ზეცას… და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ
სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,
დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,
ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები…
არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,
ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,
ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,
მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1080 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poetebi, პოეტები, poeti, leqsebi, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0