Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - კლავიშები (რამდენიმე) როცა უბრალოდ ქარია გარეთ / nika cherqezishvili - klavishebi (ramdenime) roca ubralod qaria garet - 15 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 15 » ნიკა ჩერქეზიშვილი - კლავიშები (რამდენიმე) როცა უბრალოდ ქარია გარეთ / nika cherqezishvili - klavishebi (ramdenime) roca ubralod qaria garet


7:03 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - კლავიშები (რამდენიმე) როცა უბრალოდ ქარია გარეთ / nika cherqezishvili - klavishebi (ramdenime) roca ubralod qaria garet
***
როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას,
რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომვლელს,
როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის
და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლიღა უყეფს
ცაზე ირიბად დაკიდებულ ნახევარმთვარეს
- მე შენ მიყვარხარ.

***
როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და გადამფრენი ფრინველები ტოვებენ ქალაქს,
როცა ბეღურა ჩიტებიღა სხედან მავთულზე -
იბუზებიან,
როცა გვიანი შემოდგომის ბოლო ღამეებს
ვათენებ თეთრად
- მე შენ მიყვარხარ.

***
როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და ირონია - ბოლო ხურდებს ვაძლევ მათხოვარს -
როცა რაღაცა გამიხარდეს მაქვს საფუძველი
და მიხარია,
როცა ცარიელ ჯიბეებში ცარიელ ხელებს
ვიწყობ და ასე,
სტვენა-სტვენით ვაგრძელებ ჩემს გზას
- მე შენ მიყვარხარ.

***
როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და მაგიდაზე არეულ ფურცლებს,
შავ ფანქარს,
მაგარ უშაქრო ყავას
და შთაგონების მთავარ საფუძველს -
ცხოვრებას -
შენი მძაფრი სუნი აქვთ
- მიყვარხარ-მეთქი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1585 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, ნიკა ჩერქეზიშვილი, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0