Загрузка...
გურამ გეგეჭკორი - ბეჭედი / guram gegechkori - bechedi - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » გურამ გეგეჭკორი - ბეჭედი / guram gegechkori - bechedi


11:41 AM
გურამ გეგეჭკორი - ბეჭედი / guram gegechkori - bechedi


იჯექით ტახტზე, მახსოვს თქვენ თვლემდით,
ნეტა ბურანში ვინ მოგელანდათ?
ჩასმული ძვირფას ბეჭდში თვლები
მაგ სახის გვერდით ვეღარ ელავდა.
აბა, მე ვინ ვარ, მარად ხართ ჩემში,
თუმცა ერთ საწყალ მგოსნად ვითვლები,
ნეტავი ჩამსვა ე, მაგ ბეჭედში
რომ სითბო ვიგრძნო თქვენი თითების.
ჩემს დარდს ახალი ერწყმის წვალება,
რატომ გიხილეთ, ეს რა დამმართეთ..
მე ბეჭდის არ მაქვს თუმც ბრწყნვალება
თქვენს თითებში ვარ, ჩემს სულს ანათებთ.
ახლა გამაპო მეხმა მგონია,
სულის სიმშვიდე ჩემს ბედს შევთხოვე,
ახლო რომ მესმის, ეს ჰარმონა –
მაგ ნაზ თითებით უკრავთ ბეთჰოვენს.
კვლავ დაუკარით, რატომ შეჩერდით,
თქვენზე ოცნებით მე მოვკვდე ვინძლო.
გთხოვთ, ჩემს საფლავზე დადოთ ბეჭედი
მიწაშიც თქვენი თითები ვიგრძნო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1069 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, poeti poetebi, leksi, leqsi, პოეტი პოეტები, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0