Загрузка...
გურამ გეგეჭკორი - გადამავიწყდა, ვინ რა მაჩუქა / guram gegechkori - gadamavitsckda, vin ra machuqa - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » გურამ გეგეჭკორი - გადამავიწყდა, ვინ რა მაჩუქა / guram gegechkori - gadamavitsckda, vin ra machuqa


11:43 AM
გურამ გეგეჭკორი - გადამავიწყდა, ვინ რა მაჩუქა / guram gegechkori - gadamavitsckda, vin ra machuqa


გადამავიწყდა, ვინ რა მაჩუქა,
ქვეყნად რამდენი რამ მისახსოვრეს,
არ გაგიკვირდეს, ელვარე შუქად
შენი სახლი თუ დავიმახსოვრე.
ქვეყნად არ მინდა სხვა საჩუქარი,
გადავიღალე ლხინის ყაყანში,
ალერსი მინდა ქუჩის ჩუმ ქარის
მივყვები ნელა ქუჩას – მაყაშვილს.
მე ისევ ისე მოვდივარ შროშნით _
კვლავ შენზე ფიქრით და სინანულით,
საკვირველია, ამ მძიმე დროში
რომ შემრჩა ძალა ამ სიყვარულის.
ნაზი თმები და ჯადო თვალ-წარბი,
შენი ღიმილი ნაზი ვარდისა,
შენა ხარ ჩემი ლექსის საბაბი –
მიზეზი მარად ჩემი დარდისა.
შენზე ვფიქრობ, როს დილა იწყება,
კვლავ შენზე ფიქრით ღამეში ვწვალობ,
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება:
დაულეველი ლექსების წყარო.
გადამავიწყდა ვინ რა მაჩუქა,
ქვეყნად რამდენი რამ მისახსოვრეს,
არ გაგიკვირდეს ელვარე შუქად
შენი სახლი თუ დავიმასოვრე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 969 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, poeti poetebi, leksi, leqsi, პოეტი პოეტები, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0