Загрузка...
გურამ გეგეჭკორი - დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია / guram gegechkori - dghesac garshemo javri martkia - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » გურამ გეგეჭკორი - დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია / guram gegechkori - dghesac garshemo javri martkia


11:45 AM
გურამ გეგეჭკორი - დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია / guram gegechkori - dghesac garshemo javri martkia


დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.
საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,
უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.
ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღია
და მაინცა ვარ დაბრმავებული.
გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,
ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,
იქნებ როგორმე ბედი დამეხსნას
ბედი სხეულის რთული წყლულია,
დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
და დიდ იმედებს ვიღაც მპირდება,
ამ გულმკერდს ლაღად მზეს შევაგებებ
ის კი შავ ღამით მიმასპინძლდება.
ვერ გავექეცი ამ შავ ღამეებს,
შავი ლანდები ჩემს წინ დადიან,
თუმცა ეს ქარი ამ დარდს ანელებს
მაგრამ ეს ქარი თვითონ დარდია.
დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 969 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, poeti poetebi, leksi, leqsi, პოეტი პოეტები, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0