Загрузка...
გურამ გეგეჭკორი - მთვარე გაჩნდა და მის ლანდად / guram gegechkori - mtvare gachnda da mis landad - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » გურამ გეგეჭკორი - მთვარე გაჩნდა და მის ლანდად / guram gegechkori - mtvare gachnda da mis landad


11:49 AM
გურამ გეგეჭკორი - მთვარე გაჩნდა და მის ლანდად / guram gegechkori - mtvare gachnda da mis landad


მთვარე გაჩნდა და მის ლანდად
თქვენ გამოჩნდით, მთებო.
ეს ცხოვრება დაიბლანდა
რა მაქვს საოცნებო:
შორით მოჩანს ობელისკი
ქარი ჭადარს ღუნავს,
თვითონ წუთისოფელიც კი
დიდი ტანჯვით ბრუნავს.
შენ გამოჩნდი ცით, მარიამ,
უფაქიზეს ვარდად,
ეს ქვეყანა სიზმარია –
ჩანს ყოველი ლანდად.
შორით ვუმზერ ტყეს გაუვალს
არის ნამი დილის,
და ვერაფრით ვერ აუვალ
წუთისოფლის ბილიკს.
განა სხივებს გამოლევენ
მთვარე მოჩანს ახლა
და სიცოცხლის ამ მოვლენებს
კვლავ სიკვდილი ახლავს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 939 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, poeti poetebi, leksi, leqsi, პოეტი პოეტები, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0