Загрузка...
როინ აბუსელიძე - ერთ დღესაც როცა / roin abuselidze - ert dghesac roca - 29 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 29 » როინ აბუსელიძე - ერთ დღესაც როცა / roin abuselidze - ert dghesac roca


9:42 PM
როინ აბუსელიძე - ერთ დღესაც როცა / roin abuselidze - ert dghesac roca
ერთ დღესაც როცა გადაგიყვარე,
შენ შეგიყვარა სულ ყველამ ირგვლივ
და კარგად მახსოვს სწორედ იმ ღამეს,
როგორ იყოფდნენ ჩემს კუთვნილ გვირგვინს...
იყოფდნენ თუმცა მთლად ვერ იყოფდნენ,
შენ გიხაროდა და ხარხარებდი,
რომ ერთ მზერაში შემომიღობე,
წარსული, გრძნობა, მზერა, თვალები
და გამომიტყდი თუ როგორ გძულდა
რომ მე მიყვარდი მხოლოდ და მხოლოდ
და მაშინ როცა გადაგიყვარე,
მოეღო ყველა შენს წუხილს ბოლო.
საღამო მთვარეს ხრამში რიყავდა,
გზა თვლიდა გზიდან გადაყრილ ურმებს
და მე დავრწმუნდი როცა მიყვარდი,
ყველას მაგივრად მიყვარდი თურმე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, ლექსები პოეზია, roin abuselidzis leqsebi, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0