| მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 29 » როინ აბუსელიძე - ფირი / roin abuselidze - firi 
 
 
 
| 9:44 PM  როინ აბუსელიძე - ფირი / roin abuselidze - firi
|  |    
 
 | ჩვენ დიდი სახლი გვაქვს, ასევე ფანჯრები, რომლებშიც დავღამდით
 და თეთრი ზღაპრები ასობით,
 საფერფლით, “ჯეკით” და ქაღალდით.
 
 ამჯერად - ვენა თუ რუანდა?
 ვსაუბრობთ, ვაგროვებთ ნეტავებს...
 ვნებებიც მოწოლილ ჟრუანტელს,
 ჩემს ზურგზე შენით თმით ხვეტავენ.
 
 - უჩემოდ სიზმრებშიც ნუ წახვალ!... -
 ფანჯრები, ზღაპრები, წვეთები.
 ჩვენ დიდი სახლი გვაქვს თუმცაღა
 სამ სტროფშიც მშვენივრად ვეტევით.
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 991 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |