Загрузка...
როინ აბუსელიძე - წვიმის ამბები / roin abuselidze - tscvimis ambebi - 29 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 29 » როინ აბუსელიძე - წვიმის ამბები / roin abuselidze - tscvimis ambebi


9:47 PM
როინ აბუსელიძე - წვიმის ამბები / roin abuselidze - tscvimis ambebi
წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო მეტია,
ვიდრე მანძილი ჩემს და შენს შორის,
წვიმს. რა გაუძლებს ამ სველ ხეტიალს,
ასეთ ქროლვაში, ამინდში ასეთ
და ბაგეები როგორც სენსორი
კრთებიან წვიმის წვეთების ხმაზე...

იცი, სიზმრებშიც ვერ მოვიცილე
თეატრი, ჩვენი გრძნობების ბუდე,
როგორ ვტოვებდით სიცილ-სიცილით
ჰოლში - ტკივილებს, ქოლგებს და ქუდებს.

წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო ვრცელია.
სრულდება მთვარე _ ლექსების ლოგო...
ქუჩას შენსავით ლამაზყელიანს
ევსება ბროლი, ხოლო მე ვუცქერ
ახალშობილი წვიმები როგორ -
ტოვებენ ღრუბლის დაბერილ მუცლებს...

შენ ამბობ - რამე მითხარი. მოდი.
წვიმს. მილიარდი პატარა წვეთი.
შემდეგ ფიქრები ეძებენ მოტივს
და მთელს სხეულში შემოდის ვნება..
მე კი რა გითხრა იმაზე მეტი,
რასაც ეს წვიმა ამბობს და ყვება?...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 963 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, ლექსები პოეზია, roin abuselidzis leqsebi, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0