| მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ცხოვრების მატარებელი / shota iatashvili - ckhovrebis matarebeli 
 
 
 
| 2:27 PM  შოთა იათაშვილი - ცხოვრების მატარებელი / shota iatashvili - ckhovrebis matarebeli
|  |    
 
 | ჩაიქროლა დღემ. მიაბრუნე თავი,
 მზერა გააყოლე:
 ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.
 
 ჩაიქროლა თვემ.
 თავი მიაბრუნე,
 გააყოლე მზერა:
 ბოლო ვაგონის ფანჯრებიდან
 რამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.
 
 ჩაიქროლა წელიწადმა.
 მიაბრუნე თავი ერთხელაც,
 მზერა გააყოლე:
 ბოლო ფანჯრიდან
 გულმწარედ მოგყვირის ვიღაც...
 
 ჩაიქროლა ცხოვრებამ.
 მიაბრუნე თავი ბოლოჯერ,
 გააყოლე მზერა:
 აღარავინ გემშვიდობება.
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1181 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |