| მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ" / shota iatashvili - ciklidan "erotikuli haiku" 
 
 
 
| 2:41 PM  შოთა იათაშვილი - ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ" / shota iatashvili - ciklidan "erotikuli haiku"
|  |    
 
 | სარეცხის თოკზე ზეწარი რომ გაკიდა,
 ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.
 
 * * *
 ყვავილებს ვრწყავდი.
 წყალი მომთხოვა და
 ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.
 
 * * *
 შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
 იატაკს გვის.
 მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.
 
 * * *
 იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
 ძირს დაგდებულ
 ბიუსტჰალტერს შემოუარა.
 
 * * *
 ძველებური საათის ქანქარა
 ჩვენს რიტმს აყვა,
 ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1256 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |