Загрузка...
შოთა იათაშვილი - ცალმხრივი მოძრაობა / shota iatashvili - calmkhrivi modzraoba - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ცალმხრივი მოძრაობა / shota iatashvili - calmkhrivi modzraoba


2:44 PM
შოთა იათაშვილი - ცალმხრივი მოძრაობა / shota iatashvili - calmkhrivi modzraoba
ციკლიდან „აივნის ლექსები“

ორმხრივი იყო მოძრაობა ჩემს ქუჩაზე ჩემს ბავშვობაში.
ზოგი “ჟიგული”
გმირთა მოედნიდან
ფილარმონიისკენ ამოუხვევდა.
ზოგი “ვოლგა” ჩაუხვევდა ფილარმონიიდან
ქვემოთ,
გმირთა მოედნისაკენ.

მოძრაობდნენ, გვამოძრავებდნენ:
აქედან – იქით, იქიდან – აქეთ…
ზემოდანაც დავყურებდი, აივნიდან,
ამ მისვლა-მოსვლას.

ახლაც დავყურებ…
დაუხატავთ შუაგზაზე ვექტორები
მხოლოდ ერთი მიმართულების.
ყველა მანქანამ ასე უნდა იმოძრაოს – გვეუბნებიან.

მანქანებიც უჯერებენ ახალ წესებს -
რახრახებენ მშვიდად, ტკბილად,
ახალი წესი სისხლში გაუჯდათ
(თუ ბენზინში).

ცალმხრივია მოძრაობა უკვე ახლა.
ცალმხრივია მოძრაობა ჩემს უბანში,
ჩემს ქალაქში,
ქვეყანაში,
დედამიწაზე…

მოწყენილი აივანზე ვდგავარ და ვფიქრობ:
რაც მეტია მოძრაობის საშუალება,
რატომ ჩნდება უფრო მეტი ვექტორი გზებზე?
მხოლოდ აქედან იქით, მხოლოდ იქიდან – აქეთ…

იმოძრავე, მაგრამ წესები დაიცავი აუცილებლად!
წესი კი ამბობს:
მოძრაობა ცალმხრივია,
მარჯვნიდან მარცხნივ ვერ ჩაუხვევ,
ან მარცხნიდან ვერ აუხვევ მარჯვნისაკენ -

რაც გინდა ქენი!
იყავი ბოლომდე თავისუფალი!
მაგრამ ცალმხრივ მოძრაობას
დაექვემდებარე
აუცილებლად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1105 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0