მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - შემრყევი და დამცემი / shota iatashvili - shemrkevi da damcemi
3:07 PM შოთა იათაშვილი - შემრყევი და დამცემი / shota iatashvili - shemrkevi da damcemi
|
მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ სასტიკად შემარყია, მაგიდაზე ყოველდღე სირჩას ვიდგამ არყიანს.
თუ პურიც მაქვს, ხო კარგი, მით უმეტეს - თუ ძეხვიც, და ჩემს მსგავსად შერყეულ ძველ მეგობარს ვეძახი.
ვზივართ ერთად, ფანჯრიდან რტოს გავყურებთ შერხეულს, გულს ვიშუშებთ, წარსულის ბასრ ეკლებზე შეხეულს.
შეგვრჩა ერთმანეთისთვის ჭიქა არყის დასხმაღა, კაცი ვიყავ, მეგონა, გამოვდექი მასხარა.
ასეთია ცხოვრება, შემრყევი და დამცემი. ვზივართ, და ბოთლს შევყურებთ დაღუპული კაცები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 973 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|