მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - შემოდგომა. მე. / shota iatashvili - shemodgoma. me.
3:09 PM შოთა იათაშვილი - შემოდგომა. მე. / shota iatashvili - shemodgoma. me.
|
შემოდგომა. ქუჩა. ქარი ფოთლებს კუჭავს. ქარი გუბეს დღვებს. მომენატრე დღეს.
მომენატრე გუშინ. მომენატრე ხვალ. ამინდია კუშტი. ქარი კედლებს ხრავს.
ცელოფანის პარკი დაბოგინობს ურჩი. შემოდგომა. ქუჩა. შემოდგომა. ცა.
მომენატრე ზეგ. მომენატრე სულ. ქარი არბევს ხეს. ქარი აპნევს ფულს.
ქარი ხოცავს ყველას. ქარი ხოცავს ბევრს. მომენატრე გვიან. მომენატრე დღეს.
მომენატრე. ქუჩა. შემოდგომა. მე….
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1031 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|