Загрузка...
შოთა იათაშვილი - ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი / shota iatashvili - qalaqshi, mtvershi, tsaiqca kaci - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი / shota iatashvili - qalaqshi, mtvershi, tsaiqca kaci


3:13 PM
შოთა იათაშვილი - ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი / shota iatashvili - qalaqshi, mtvershi, tsaiqca kaci
ბესიკ ხარანაულს

რა კარგია, რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით,
ჩაჭრილი მაჯით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,
ბედნიერი ხარ,
რადგან ბოლოს და ბოლოს
ჭეშმარიტად დაეცი,
დაეცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -
დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,
დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან
ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცი და მიხვდი -
მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი -
დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,
სისხლი, ვით მელანი,
თითებისაკენ ჩაედინება,
კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,
და შენც წერ ლექსს,
ახალ, უცნაურ ლექსს და
ბედნიერი ხარ,
რადგან პირველად ცხოვრებაში
ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,
რას ნიშნავს ეს -
დაეცე -
დაეცე შენს ქალაქში,
შენს ქუჩაში,
შენი ხალხის თვალწინ,
შენი ხალხის ფეხებთან,
დაეცე,
დაეცე,
დაეცე...
რათა წამოგაყენონ,
რათა მიგიყვანონ სახლში,
რათა მოგიარონ,
რათა მოგეფერონ,
და შენც, - ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, -
ადგე და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა მარადი გზა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0