Загрузка...
შოთა იათაშვილი - ფული / shota iatashvili - fuli - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ფული / shota iatashvili - fuli


3:14 PM
შოთა იათაშვილი - ფული / shota iatashvili - fuli
ჩემი ფული ლამაზია.
აგერ ყვავილი, ხე, ცა,
«ჯოკონდა»,
ისინი ლამაზები არიან,
მაგრამ ლამაზია ჩემი ფულიც.
ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები _
პატარაა და საყვარელი.
ისე გაუპრანჭავად მომხიბვლელია,
შემიძლია გაჩვენოთ კიდეც,
და ღილ-კილოზე მივიბნიო ტიტასავით.

ჩემი ფული,
ჩემი ფული...

ის წარმოდგენაა ფერადოვანი,
ის ღარიბი დეკორაციაა,
ის არარსებობის კრიალა კანია.

ავახევ და არსებობაში შევალ,
იქ, სადაც ყვავილია, ხეა, ცაა,
«ჯოკონდაა».

შევალ.

შევალ.

ერთი ბილეთი ჩემთვის,
ერთიც თქვენთვის _ გპატიჟებთ.

იცით, ცხოვრება ლამაზია,
თუ მასში ლამაზი ფულით აღწევ.

როცა მოვხუცდები,
ვფიქრობ, ჩემი ლამაზი ფული
ცხოვრების მუზეუმს გადავცე
მუდმივ ექსპოზიციაში.

ადამიანები მოვლენ და დატკბებიან
ჩემი ლამაზი ფულის ცქერით.

ისინი იდგებიან დიდხანს, აღელვებულები,
მერე წავლენ სახლებში და იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა გაქვს ლამაზი ცხოვრება,
ლამაზი სახლი,
ლამაზი ლექსი.

ისინი იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა შენი ფული ლამაზია,
ისე, როგორც შენი ფეხმძიმე ცოლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1098 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0