Загрузка...
შოთა იათაშვილი - ფეხბურთი / shota iatashvili - fekhburti - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ფეხბურთი / shota iatashvili - fekhburti


3:15 PM
შოთა იათაშვილი - ფეხბურთი / shota iatashvili - fekhburti
1.
მარდად გადაიცვი მაისური.
მარდად გახურდი.
მარდად გადი მოედანზე და ბურთს დაეუფლე.
მარდად დაარტყი,
მარდად გაიტანე გოლი,
მარდად იზეიმე,
თორემ გამოვლენ მოედნის კიდეზე
ელექტროტაბელით ხელში
და მარდად გამოგცვლიან -
გრძელია სათადარიგოთა სკამი.

2.
შეხედე პელეს,
უხარისხო ყავის რეკლამას,
შეხედე მარადონას,
გასუქებულს ბუდას კარიკატურასავით,
გაიხსენე ესკობარი,
გულშემატკივართა მიერ დაბრედილი -
და გაიხადე მაისური,
დატოვე სტადიონი,
ჩაქინდრე თავი.

3.
მშვიდად გადაიცვი შავი მაისური,
სასტვენი მოიმარჯვე,
წითელ-ყვითელი ბარათები ჯიბეში ჩაილაგე,
გადი მოედანზე,
უსტვინე, იქნიე ხელები,
ლანძღვა-გინება აიტანე -
ნუ იჩქარებ,
დროზე ადრე არ გამოგცვლიან.

4.
იყიდე ბილეთი,
შედი სტადიონზე,
იპოვე შენი ადგილი,
დაჯექი,
უყურე, როგორ დარბიან ბედისწერის შესაცვლელად,
შენს გასახარად თუ გულის გასახეთქად.
მზესუმზირა აკნატუნე,
ნუ იდარდებ,
მათი სირბილით შენი ცხოვრება
არ შეიცვლება.

5.
წამოგორდი ტახტზე,
პულტი მოიმარჯვე,
ჩართე ტელევიზორი.
ყველაფერი შორს ხდება.
შორს ფეთქდება ბომბები,
შორს მღერიან და ცეკვავენ,
შორს გააქვთ და ვერ გააქვთ გოლები.
შორს იტანჯებიან.

6.
მარდად გადაიცვი მაისური.
მარდად გადაიცვი.

7.
ყველგან გამოგცვლიან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1149 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0