Загрузка...
შოთა იათაშვილი - ფანქარი ცაში / shota iatashvili - fanqari cashi - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - ფანქარი ცაში / shota iatashvili - fanqari cashi


3:17 PM
შოთა იათაშვილი - ფანქარი ცაში / shota iatashvili - fanqari cashi
კონვენციური

წვერწათლილი ჩემი ფანქრის
მოძრაობა ცაში ნელი
ხან ნაზია, ხან ლამაზი,
ხანაც კიდევ საშინელი.
ყველა ჩიტი იქ თავს იხრჩობს
ან-ბან-განით, განა ბაწრით,
და პოეტის ნაკვალევს ჰგავს
თვითმფრინავის განაკაწრი.
მოედება ფანქრის წვეტი
მზეს ან მთვარეს, როგორც მერანს,
წეროს, ჯღაბნოს როგორც უნდა,
მიწაზე ვარ, მერე მე რა...
ღრუბლის ქულა საშლელივით
უკან დასდევს ამცდარ ფრაზებს,
თუ დაბნელდა, გაგრძელდება
ლექსის წერა მთვარის ბრაზე.
ჩემი ფანქრის მოძრაობა
დაბლა სწრაფი, მაღლა ნელი,
ყველაფერზე ლაპარაკობს
ცისარტყელის საქანელით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1199 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0