Загрузка...
შოთა იათაშვილი - უძრაობა / shota iatashvili - udzraoba - 31 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 31 » შოთა იათაშვილი - უძრაობა / shota iatashvili - udzraoba


7:38 PM
შოთა იათაშვილი - უძრაობა / shota iatashvili - udzraoba
ჩვენ თუ ვმოძრაობთ,
მანქანები თუ მოძრაობენ,
მზე თუ მოძრაობს,
ვარსკვლავები, გალაქტიკები,
ყველაფერი თუ მოძრაობს,
ერთადერთი კითხვაღა რჩება:
მოძრაობს ღმერთი?

და თუ მოძრაობს,
რანაირად მოძრაობს იგი?
რომელიმე ამქვეყნიურის
(ან უფრო მეტად შესაძლოა, იმქვეყნიურის)
სივრცეებში გადანაცვლებებს
ოდნავ მაინც,
რაიმეთი ოდნავ მაინც
წააგავს მისი მოძრაობები?

სავარაუდო არის,
არაფრით არ წააგავდეს,
სულ სხვანაირად მოძრაობდეს,
და მოძრაობის მის კანონებს
ერთი ბეწოთიც ვერასდროს ჩავწვდეთ,
მაგრამ თუკი მას მივიღებთ,
როგორც მოძრავ ღმერთს,
მაშინ გამოვა,
რომ უძრავი სამყაროში არაფერია,
გამოვა, რომ არაა ცენტრი,
ის დასაყრდენი წერტილი, რაზეც
არქიმედეს ბერკეტები უნდა დამაგრდეს,
რამაც სამყარო
უნდა ატრიალ-აბზრიალოს თავის ნებაზე.

მაგრამ აი, ის
ხომ მოძრაობდა?
ძე კაცისა გადიოდა უდაბნოში,
დადიოდა მარილის ზღვაზე,
ადიოდა გოლგოთაზე თავისი ფეხით.
მამამ ასწავლა ძეს სიარული,
და ისეთი სიარული ხომ არ ასწავლა,
დაახლოებით როგორც თავად
მოძრაობდა ამ სამყაროში?

მოძრავი ღმერთი თუ უძრავი ღმერთი?
ნეტა რომელი ურჩევნიათ ადამიანებს?
ნეტა რომლის სწამთ ადამიანებს?
რომელი უყვართ?

მაგრამ თუკი ის ყველგან არის,
განა ამას რა მნიშვნელობა აქვს?
მოძრავია თუ უძრავია,
იქაც არის და აქაც არის,
სუყველგან არის.

სუყველგან არის თუ სუყველგან აღწევს?
ანუ, თუ ის მოძრავია,
სამყაროში დაეხეტება,
პერიფერიულ ზონებშიაც ყოვნდება ხოლმე,
მაგრამ რაც არ უნდა შორს იყოს,
იქიდანაც აღწევს ჩვენამდე.
როგორც მისი ძე _
იერუსალიმის ერთ გოჯ მიწაზე
რომ დადიოდა,
მაგრამ მაინც მიაღწია
დედამიწის ყველაზე მივარდნილ წერტილებამდეც.

და რა გამოდის?
მოლეკულები მოძრაობენ,
ჩვენ ვმოძრაობთ,
კედლები,
ჩიტები,
კომეტები,
ანგელოზები მოძრაობენ
იმიტომ, რომ სამყაროში
მოძრაობს ღმერთი?

თუ პირიქით?
მხოლოდ და მხოლოდ ის მოძრაობს,
და ამიტომ, ჩვენ, უძრავებს,
ადამიანებს,
ვაშლის ხეებს,
დირიჟაბლებს,
სინათლის სხივებს _
გვეჩვენება, რომ
ფეხს ვინაცვლებთ,
დავხტით,
დავქრით,
ერთმანეთს ვუსწრებთ?

ჰო, ასეა, ალბათ ასეა,
და აჯობებს ფუჭად აღარ ვამოძრაო
(უფრო სწორად, ვაუძრაო)
ეს სტრიქონები.

უბრალოდ ვთქვა:
ღმერთო მოძრავო,
შემიწყალე მე უძრავი.
ვთქვა… და გავიქცე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 914 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leksi, poezia, shota iatashvili, პოეზია, ლექსები, leqsebi, proza poezia, шота иаташвили, შოთა იათაშვილი, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0