Загрузка...
შაბურა არაბული - მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა / shabura arabuli - marto vibrdzodi khanjlita - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » შაბურა არაბული - მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა / shabura arabuli - marto vibrdzodi khanjlita


12:13 PM
შაბურა არაბული - მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა / shabura arabuli - marto vibrdzodi khanjlita


მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა,
ხან არ ჭრიდა და ხან ჭრიდა,
ხოლო დამფრთხალი ქალები
იხედებოდნენ ფანჯრიდან.
მარტოს მათოვდა, მაწვიმდა,
არაყსაც ვსვამდი თასითა...
ეს გული ჯავრმა შეჭამა,
გული დარდისგან გასივდა.
ჭკუას მასწავლის მწერელტყვე
და გზას მასწავლის უტვინო,
აქ ზოგიერთებს უთუოდ
მე დედა უნდა ვუტირო...
ეს რა ჭირს გადავეკიდე
გონს რად არ მოხვალ, მაცილო,
რასა კადრულობთ, ბრიყვებო,
და თქვენვე უნდა გაცინოთ.
ხოლო ამ გვერდის ავტორი
მთაში ხარჯიხვებს თოფავსა,
თქვენ თავდაყირა დადიხართ,
ან როდის მოხვალთ ცნობასა?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 959 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0