Загрузка...
შაბურა არაბული -აქ ძაღლი მოკლეს / shabura arabuli - aq dzghli mokles - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » შაბურა არაბული -აქ ძაღლი მოკლეს / shabura arabuli - aq dzghli mokles


12:18 PM
შაბურა არაბული -აქ ძაღლი მოკლეს / shabura arabuli - aq dzghli mokles


აქ ძაღლი მოკლეს და ძაღლის სისხლმა
ახალი თოვლი წითლად შეღება.
ცა ვარსკვლავს ისხამს და დილასისხამს
დაფრენს ჭილყვავი წითელფეხება.
ეძინა დაბას, ნაჯაფარს, დაღლილს,
ქარი ქუჩაში დავლურს უვლიდა,
ლეკვებისაკენ გარბოდა ძაღლი,
როცა იფეთქა ცეცხლმა ლულიდან.
ო, კაცთა მოდგმავ, ადამის ხნის ხარ,
როგორ ვთქვა, თითქოს მე არ მეხება...
აქ ძაღლი მოკლეს და ძაღლის სისხლმა
ახალი თოვლი წითლად შეღება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1017 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0