Загрузка...
კარლო კაჭარავა - ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს / karlo kacharava - egnate ninoshvilis achrdili ebrdzvis puris - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს / karlo kacharava - egnate ninoshvilis achrdili ebrdzvis puris


12:35 PM
კარლო კაჭარავა - ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს / karlo kacharava - egnate ninoshvilis achrdili ebrdzvis puris


ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.
ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს:
ავტომატს ან თურქულ შარვალს.
მისი ყველა მხილება ცუდადშემჩნეულია, როგორც კედლის მიღმა ორსული ქალის ხველება.
მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი,
რომლებზეც სიზმრებს არ ნახულობენ,
რომლებზეც არ ისვენებენ ქალის ფეხებს შორის,
რომლებზეც ვერ ტირიან,
რომლებზეც ნახულობენ ცუდ ტელესიზმრებს.
ე. ინგოროყვა კითხულობს "ბაადურ მაინჰოგის" ქრონიკას
და ეძახის ენდი უორჰოლს ან ჟან მიშელ ბასკიას.
ან ეძახის პურის რიგში მდგომთა შვილების კერპებს:
სტალონეს, ვან ბასტენს და კიმ ბესინჯერს,
რომელთა სურათებიც ამკობენ პურის რიგში მდგომთა შვილების კედლებს,
სახელმძღვანელოებს, ინტიმურ დღიურებს და სიზმრებს
ცივ და უტრანსპორტო ქალაქში.

1992


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0