Загрузка...
კარლო კაჭარავა - თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს / karlo kacharava - tqven tamashobdit, tqven khatavdit botlebs d - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს / karlo kacharava - tqven tamashobdit, tqven khatavdit botlebs d


12:36 PM
კარლო კაჭარავა - თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს / karlo kacharava - tqven tamashobdit, tqven khatavdit botlebs d


თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს -
ბოთლებს - დაკეტილი კარების ფონზე გაღიმებული, ოდნავ მოჭუტული თვალებით.
ერთი.
"ვგავარ ვარსკვლავურ გომბეშოს" - თქვა კაცმა.
"როგორი გემო აქვს რვა წლის წინ შეჭმულ ყველს?"
"შენ დაგეძინა დახატულ ბაგირზე ცოცვისას".
"სახლები, ქვაფენილები, სიზმრები".
მშვიდობით შიმშილო, მშვიდობით გაუთვალისწინებელო დამცირებავ,
მშვიდობით მარტოობავ, მშვიდობით ჯანმრთელობის გაუარესებავ,
მშვიდობით მართლა უმიზნოდ ხეტიალო, მშვიდობით იძულებითო სიფრთხილევ,
მშვიდობით შიშო, მშვიდობით შეურაცხყოფავ,
მშვიდობით მსხვერპლადქცევავ.
პოეტურია მშიერთა სიხარბე?
რატომ არ ჰგავს მარტომყოფი მსხვერპლი სხვებს?
ანდროგინი კენტავრი.
კონცეპტუალური ვახშამი, როგორც ყოველთვის არშემდგარი ვახშამია.
ადამიანი, რომელიც დიდხანს ფიქრობს, - მხოლოდ ფიქრობს.
გააშკარავდა ღამე ქარხნის სიფხიზლით.
მინის კოვზებით მთელი ღამე ვახშმობდნენ ბავშვები, რომლებთაც
ყვითელი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ.
ქარხნის კუნძული დიდ ქალაქში ჰგავდა ჩაკეტილ გასასვლელებს,
სადაც ვახტიორთა სიზმრები გაავებულ ძაღლებთან ერთად
დასდევდნენ არჩართულ სირენებს, ანუ იმ ქალებს,
რომლებიც ვერ ასწრებდნენ კივილს,
როცა მათ კლავდნენ.

ოქტომბერი, 1992


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0