Загрузка...
კარლო კაჭარავა - ისინი სამსახურში მიდიან / karlo kacharava - isini samsakhurshi midian - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - ისინი სამსახურში მიდიან / karlo kacharava - isini samsakhurshi midian


12:41 PM
კარლო კაჭარავა - ისინი სამსახურში მიდიან / karlo kacharava - isini samsakhurshi midian
ისინი სამსახურში მიდიან.
მამა ჭამს ხორცს, დედა ტელეფონზე რეკავს.
მამა ისევ უკიდებს მეორეჯერ ჩამქრალ სიგარეტს.
დედა გადის ტუალეტში.
მამა ფიქრობს თოვლზე და სხვა ქალზე.
დედა ტუალეტში წყალს რეცხავს, მამა სვამს ჩაის.
დედა ფიქრობს აბორტზე, მამა ტელეფონზე რეკავს.
დედა იცმევს პალტოს, მამა ტელეფონის ყურმილს აგდებს.
დედა ემშვიდობება მამას, მამა პასუხობს, რომ
თვითონაც მალე წავა.
მე ვნახე ისინი ერთად შვიდი თუ რვა წლის წინ
პარადის მერე, დროშებით გაწყობილ ქუჩაზე.
შვიდი, რვა წლის წინ, ე. ი. იმ დროს
როცა მაღაზიაში იყო კარაქი, ღვინო და სიგარეტი.

1990. ოქტომბერი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 962 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0