Загрузка...
კარლო კაჭარავა - ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს / karlo kacharava - isini hgvanan scenis absurdulad takvanismcemlebs - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს / karlo kacharava - isini hgvanan scenis absurdulad takvanismcemlebs


12:45 PM
კარლო კაჭარავა - ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს / karlo kacharava - isini hgvanan scenis absurdulad takvanismcemlebs
ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს,
რომლებიც მოულოდნელად მსახიობთა საპირფარეშოებში შეჭრილნი,
აქედან ეცნობიან სცენის კუმირთა ცხოვრებას.
აქ აგებენ ისინი გარემოსთან ურთიერთობის
თავიანთ გეომეტრიულ უხილავ სქემებს.
ცინიზმი მათ ხელებში უამრავ პატარა ჩაქუჩებადაა
დანაწევრებული.
ზოგჯერ ისმის ხმა, მათ მოსვლამდე არსებული,
მხოლოდ მათთვის დაკარგული ცხოვრებიდან.
აბსურდია გაზაფხულის ეს დილა, თუკი გნომის
ქალიშვილზე არ ფიქრობ.
უხილავია სინათლის მასონთა სიცილი.
სადღაც ისევ თამაშობენ ბეისბოლს.
უსმინეთ უნგრელ დოქტორს. ამერიკული ფეხბურთი.
სირბილი სანაპიროზე.
ოცნება ტიტანიკში მცხოვრებ ამფიბია სულებზე.
საქსაფონი.
მაკარონის ქარხანა კვამლით ემშვიდობება ვარსკვლავებს.
რა ვაკეთო?
ახალი ცვლის მოსვლამდე, ერთი საათით ადრე,
ღამით ცივ ქალაქში, სადაც აბსურდული მოგზაური
ჩემსავით დამალულ გამჭვირვალე კედლებს მიღმა
ოცნებობს ძილზე,
რომლის შემდეგ ღირს გამოღვიძება.

აპრილი, 1990. მოსკოვი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 982 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0