Загрузка...
კარლო კაჭარავა - მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში / karlo kacharava - me vijeqi ucnaur restoranshi - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში / karlo kacharava - me vijeqi ucnaur restoranshi


12:47 PM
კარლო კაჭარავა - მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში / karlo kacharava - me vijeqi ucnaur restoranshi
მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში, გარშემო უამრავი
რამ მეხვია:
ვინ არიან ისინი? მუსიკოსები? ბავშვები?
მუშები თუ ანგელოზები?
მე ისევ მიკვირს, თუ არადა, მაშ რატომ ვყვები?
ვინ არიან ისინი? ფრინველები? მსახიობები?
პოლიციელები?
ჰკითხეთ თქვენს გულს. -
- სად არის ჩემი გული?
კინომაქმანები, დაჟანგული ქვიშა, ვიღაც ღამისკენ
აქნეული ხელით.
მშვიდობით, ძილში მიტოვებულო სიზმრებო.
მატარებლებში, ძველ ბინებში, წიგნებში, საბნებქვეშ,
კინოთეატრებში - თოვლთა მიღმა.
ჩემს დივანზე ალბათ მოჩვენებას სძინავს
და შენი ღამე მას არ უღიმის.
რკინიგზის ანგელოზი თოვლს მისდევს.
მეტაფიზიკური პოლიციელი ღამეში ცეკვავს თეთრი დათვივით.
მძიმე მთვარის ქვეშ.
ასე სრულდება კვირა დღე. პროლეტარი ბალერინას ძილში.
მისი ბესტსელერი დღეს ე. თ. ა. ჰოფმანის ზღაპრებია.
ხვალ ცუდი ბრაზილიური დეტექტივი.
კროიცბერგში დასიზმრებული სტუდენტი არ ჰგავს მინის მიღმა
გადაგდებულ ღამეს.
ა. ბ. კაზარესი.

მარტი, 1992.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1026 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0