Загрузка...
კარლო კაჭარავა - სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს / karlo kacharava - sizmrebshi morbenali gepardi teleekranebze cimcimebs - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს / karlo kacharava - sizmrebshi morbenali gepardi teleekranebze cimcimebs


12:52 PM
კარლო კაჭარავა - სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს / karlo kacharava - sizmrebshi morbenali gepardi teleekranebze cimcimebs
სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს.
ხელთათმანები დაკარგე, კაფეს კარებთან დაგრჩა.
შუააზიელი თავის ორდენებს მალავს.
ცეცხლით დაწერილი გრაფიტი, ოქროსფერია ქარში შენი ადგილი.
ყრუ გრიფონებს მანქანაში ძინავთ.
გეომეტრიის ანგელოზია მაქს ბილი.
იქნებ ჩვენს შორის უკვე დაიბადნენ უკვდავნი?
წერილებს წერ და მამას კვებავ.
შეშლილი მოქანდაკეა დრო
ღამეებში შეშლილი მოქანდაკე მგზავრობს.
სსრკ-ში ოცდაათი მილიონი ქალი მუშაობს,
მათი ნაოჭების გეომეტრიას არავინ სწავლობს.

19.08.1989


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1022 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0