Загрузка...
კარლო კაჭარავა - ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა / karlo kacharava - chemi qudi mtlianad dasvelda da gaikina - 14 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 14 » კარლო კაჭარავა - ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა / karlo kacharava - chemi qudi mtlianad dasvelda da gaikina


1:00 PM
კარლო კაჭარავა - ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა / karlo kacharava - chemi qudi mtlianad dasvelda da gaikina
ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.
აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავს
და გავროშივით იცმევს,
მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს და სიყვარულს
აკეთებს.
აი ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდ
დათოვლილი სტრაგინო მოჩანს.
აი "ტვინ-პიკსი", "MTV", "სნიკერსი" და
"სტიმოროლი".
ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაც
თხზავ, როცა მეტროდან ამოსული
სიგარეტს უკიდებ
და დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებს
ათვალიერებ...

P. S. არავინ არაფერი არ იცის...
ახალი მითი?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 997 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0